იურიდიული დახმარების ბიურო

ა(ა)იპ იურიდიული დახმარების ბიურო ერთერთი წამყვანი იურიდიული ფირმაა, რომელიც საქართველოს იურიდიულ ბაზარზე უკვე 4 წელია პოზიციონირებს და თავის კლიენტებს – ადგილობრივ და უცხოურ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებს – კვალიფიციური იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. ხანგრძლივი საქმიანობის განმავლობაში იურიდიული დახმარების ბიურომ დაიმკვიდრა სანდო, ეთიკური და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ფირმის რეპუტაცია.

ჩვენი სპეციალიზაცია  მოიცავს სამოქალაქო, საკორპორაციო, შრომის, ჯანდაცვის, დაზღვევის, საგადასახადო, ადმინისტრაციული, საკონსტიტიუციო, კონკურენციის, საერთაშორისო და კერძო სამართლის სფეროს.

ბიუროს იურისტები მონაწილეობას იღებენ სასამართლო პროცესებში, არბიტრაჟში, მედიაციასა და კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებში, აწარმოებენ კონსულტაციებს დავების თავიდან აცილებისა და რისკების მენეჯმენტის შესახებ.

იურისტები ადგენენ კლიენტის ინტერესებზე ორინეტირებულ ხელშეკრულებებსა და ბიზნეს გარიგებებს, კლიენტებს უწევენ ზეპირ და წერილობით კონსულტაციებს, კლიენტის საქმიანობისათვის აუცილებელ დოკუმენტაციას, ვამზადებთ სამართლებრივ დასკვნებს, due diligence-ებსა და რეკომენდაციებს, წარმოვადგენთ კლიენტს სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

იურიდიული დახმარების ბიურო თავის კლიენტებს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს   ქართულ, რუსულ,   და გერმანულ ენებზე.

 

ჩვენი მომსახურება მოიცავს:

სამოქალაქო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი , შრომის სამართალი , საოჯახო / მემკვიდრეობითი სამართალი , საგადასახადო / საბაჟო სამართალი, საკონსტიტუციო სამართალი , ადმინისტრაციული სამართალი :