ჩემს შესახებ

ანა ჟღენტი არის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი სისხლისსამართლის სპეციალიზაციით. 

ა. ჟღენტის საადვოკატო ბიურო საქართველოს იურიდიული მომსახურების ბაზარზე ერთ–ერთი წამყვანი იურიდიული ფირმაა, რომელიც თავის კლიენტებს – როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ იურიდიულ კომპანიებსა და კერძო პირებს სთავაზობს იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს. კომპანია ერთგულად ემსახურება წარმატების მიღწევის სამ ძირითად პრინციპს: კლიენტების ინტერესებზე ორიენტირება; კლიენტების ინტერესების დაცვა კანონით ნებადართული ყველა საშუალებითა და ეთიკური ნორმების დაცვით და კლიენტებისათვის მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურების განხორციელება.

 

 

ანა ჟღენტი უზრუნველყოფს აგრესიულ, შედეგზე ორიენტირებულ წარმომადგენლობას და ჩართულია  მაღალი რისკის მქონე საქმეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ის აწარმოებს სასამართლო საქმეებს, არბიტრაჟს, მედიაციასა და მოლაპარაკებებს და ახორციელებს კონსულტაციებს სასამართლო დავების თავიდან აცილებასა და რისკის მენეჯმენტთან დაკავშირებით.  პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ა. ჟრენტი წარმატებულად  ადგენს კლიენტის ინტერესებზე ორიენტირებულ კონტრაქტებსა და ბიზნეს გარიგებებს, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ დავის წარმოშობის შემთხვევაში კლიენტის დაცვას. ჩემი  საქმიანობა ასევე მოიცავს  ზეპირ და წერილობით კონსულტაციას; კლიენტის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენას; იურიდიული დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას; წარმომადგენლობას სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მესამე პირთა წინაშე.

მომსახურების სფეროა: სისხლის სამართალი და საოჯახო სამართალი 

ჩემი აქტივობა

ჩემი მომსახურება:

სისხლის სამართალი

საოჯახო სამართალი

კონტაქტი

თბილისი

  • +995 591 170 770
  • advokat_anajgenti@mail.ru

ka_GEქართული
ru_RUРусский ka_GEქართული